ახალი ამბები

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

30 მაისი, 2015 • 979
შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან თბილისში მდებარე სასტუმროების – “საბუდარასა” და “ვიზას” დირექტორი ნიკოლოზ ზ. და ადმინისტრატორები – ცისანა ნ,  ლეილა ხ,  შორენა ბ. და ია რ. 

 

შსს–ს ცნობით, ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 254-ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) მიმდინარეობს.

 

 

 



შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროების – „საბუდარა“-სა და „ვიზა“-ს დირექტორი, 1971 წელს დაბადებული ნიკოლოზ ზ. და ადმინისტრატორები – 1963 წელს დაბადებული ცისანა ნ, 1977 წელს დაბადებული ლეილა ხ, 1968 წელს დაბადებული შორენა ბ. და 1973 წელს დაბადებული ია რ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Friday, May 29, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი