ახალი ამბები

ღარიბაშვილი: უმუშევრობის შემცირება მთავრობის მუშაობის ანარეკლია

28 მაისი, 2015 • • 863
ღარიბაშვილი: უმუშევრობის შემცირება მთავრობის მუშაობის ანარეკლია

„გვაქვს 2, 2%–იანი კლება და დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით, გასულ წელს შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების 90% მოდის კერძო სექტორზე და ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა. 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში. ეს შედეგია მთავრობის სწორი პოლიტიკის, ჩვენი პროგრამების, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაიხსნა 119 საწარმო, პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნება 78 ახალი საწარმო. ეს არის სწორედ ამ ყველაფრის ანარეკლი და გამოძახილი ჩვენი მუშაობისა,“–აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა. ამავე მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი