ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დონეცკმა აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

12 მაისი, 2015 • • 1146
დონეცკმა აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე განკარგულებას ხელი 11 მაისს ალექსანდრ ზახარჩენკომ, დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა მოაწერა.

  

დონეცკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ კოფმანის თქმით, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორი რესპუბლიკისა და მეგობრული ხალხის ურთიერთობებში. 

 

“აფხაზები და ოსები ძალიან ახლობლები არიან დონბასის ხალხისთვის. თავის დროზე, როდესაც მათთან ომი იყო, დონეცკი აფხაზეთსა და ოსეთს ეხმარებოდა. დღეს ისინი გვერხმარებიან ჩვენ. ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით”, – განაცხადა კოფმანმა.  

სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელობა 2014 წლის ივნისში აღიარა. რაც შეეხება აფხაზეთს, დონეცკში იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი