ახალი ამბები

უსუფაშვილი: 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნება პირნათელი წარსდგება ქართველ ხალხთან

9 მაისი, 2015 • • 1227
უსუფაშვილი: 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნება პირნათელი წარსდგება ქართველ ხალხთან

“გუშინ, 12-საათიანი განხილვის და დებატების შემდეგ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი განხილვა მთავრობის და მისი პროგრამის, რაც მე მახსოვს, საქართველოს უახლეს პერიოდში. მთავრობამ წარმოადგინა ძალიან დეტალური და კომპლექსური გეგმა მომავლის და ეს იყო მნიშვნელოვანი.

 

მთავრობას აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკური საკითხების თვალსაზრისით და მთავრობას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დემოკრატიზაციის გაგრძელების და დასრულების. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია ქართული ოცნება წარსდგება პირნათელი, პირველ რიგში, ქართველ ხალხთან”.

 

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა ვაკის პარკში, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა შეკრებილ ვეტერანებს.

თამარ ბერუჩაშვილი, ნუკრი ქანთარია, დავით უსუფაშვილი ვაკის პარკში, 9.05.2015
თამარ ბერუჩაშვილი, ნუკრი ქანთარია, დავით უსუფაშვილი ვაკის პარკში, 9.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი