ახალი ამბები

118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან საჯარო სექტორში დასაქმებულია 24

7 მაისი, 2015 • • 1020
118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან საჯარო სექტორში დასაქმებულია 24

IDFI-ს ინფორმაციით,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემი, თუ რამდენი შშმ პირია  დასაქმებული,  არ არსებობს. ინსტიტუტმა გამოიყენა  საჯარო სამსახურის ბიუროს 2013/2014 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოში საჯარო სექტორში 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი, მათი საერთო რაოდენობა კი 118 651-ია. დასაქმებული შშმ პირიებისგან  5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული. დღესდღეობით შშმ პირისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 70 ან 100 ლარს, იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ სტატუსის მინიჭებისას შესაბამის პირს.

 

“სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს შშმ პირებისათვის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირობას შშმ პირებისათვის თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და მათი უნარების საზოგადოებრივი საქმისთვის სასიკეთოდ გამოყენება უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროდ, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ჯერჯერობით ასეთი პოლიტიკის არარსებობაზე მეტყველებს”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი