ახალი ამბები

ქუთაისის სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა

1 მაისი, 2015 • 2341
ქუთაისის სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა

შენგელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული – 1978 და 1981 წლებში. თბილისის ”დინამოსთან” ერთად 1978 წელს შენგელია სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, 1979 წელს- თასის მფლობელი, ხოლო 1981 წელს თბილისურ გუნდთან ერთად უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1981-1982 წლების სეზონში რამაზ შენგელია 6 გატანილი გოლით თასების მფლობელთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რამაზ შენგელია 1957 წლის 1 აპრილს დაიბადა ქუთაისში და ფეხბურთელის კარიერაც იქვე დაიწყო. ის 1971-1976 წლებში ქუთაისის „ტორპედოში” თამაშობდა, 1977-1988 წლებში კი თბილისის „დინამოს” ფორვარდი გახლდათ. ის 2012 წლის 21 ივნისს თბილისში გულის შეტევით გარდაიცვალა.

რამაზ შენგელია

მასალების გადაბეჭდვის წესი