ახალი ამბები

სროლა ვაკეში, მრგვალ ბაღთან, შსს-ს ცნობით, დაჭრილია ერთი ადამიანი

28 აპრილი, 2015 • • 1174
სროლა ვაკეში, მრგვალ ბაღთან, შსს-ს ცნობით, დაჭრილია ერთი ადამიანი

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს:

 

“ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე”, – ვკითხულობს სისხლის სამართლის კოდექსში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი