ახალი ამბები

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამი წევრი აირჩია

19 თებერვალი, 2015 • • 1215
პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამი წევრი აირჩია

ვაკანტურ თანამდებობებზე აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. 

 

მარგველაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა 3 თებერვალს წარუდგინა.

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის  კანდიდატურები შესთავაზა. ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი