ახალი ამბები

დაკავება შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისთვის ქრთამის აღების ბრალდებით

18 თებერვალი, 2015 • • 1186
დაკავება შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისთვის ქრთამის აღების ბრალდებით

შსს-ს ინფორმაციით, ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ადმინისტრაციულ დირექტორს, ნინო ასათიანს.

 

“ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა ისე, რომ აღნიშნულ პირს შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში“ არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც შსს იუწყება, სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი – 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

 

შსს-ს ცნობით, ბეჟანიშვილი ქრთამის აღების, ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების, ხოლო მოქალაქე ვალერი ნ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს. შესაბამისად, გამოძიება ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი