ახალი ამბები

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

16 თებერვალი, 2015 • • 3105
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

გამოცემის ცნობით, უკრაინის ახლად დანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა შოკინმა განაცხადა, რომ იგი იწყებს გენერალური პროკურატურის რეორგანიზებას.

 

შოკინის თქმით, დავით საყვარელიძე წარმართავს პროკურატურაში იმ საკითხებს, რომელიც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციასა და სამომავლო რეფორმებს.

 

“დღეს მე დავნიშნე გენერალური პროკურორის ორი მოადგილე. ვლადიმირ გიზირი უხელმძღვანელებს გამოძიებებს, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგადასახადო მილიციას. მინდა წარმოგიდგინოთ დავით საყვარელიძე, რომელიც იქნება პროკურატურის ადამიანურ რესურსების მენეჯერი და წარმართავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შეეხება ევროინტეგრაციასა და რეფორმებს”, –  განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პრესკონფერენცაიზე.

 

“საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე ჩავება ბრძოლის არანაკლედ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები ჩვენს გუნდთან ერთად მაქისიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში”, – დაწერა დავით საყვარელძემ 12 თებერვალს ფეისბუქზე.

 

უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დავით საყვარელძე საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე იყო. დავით საყვარელძის კანდიდატურა ასევე განიხილებოდა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე.

 

16 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის მთავრობაში დავით საყვარელიძის გარდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს ალექსანდრე კვიტაშვილი, გია გეწაზე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

დავით საყვარელიძე
დავით საყვარელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი