ახალი ამბები

მერიის ცნობით, კიკვიძის პარკში მესამე მედიათეკა აშენდება

16 თებერვალი, 2015 • • 3134
მერიის ცნობით, კიკვიძის პარკში მესამე მედიათეკა აშენდება

თბილისის მერიამ მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული, აცხადებენ მერიაში.

 

სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება, აცხადებენ მერიაში.

 

„კიკვიძის ბაღის“ მედიათეკის პროექტი შპს „არქიტექტურის ლაბორატორია # 3“ -ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის  გარდა, ერთ სივრცეში  საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.

 

თბილისის მერიის განმარტებით, მედიათეკა კიკვიძის პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას აშენდება, სადაც ძველი შენობა მდებარეობს. მერიის განმარტებით, მედიათეკის მშენებლობამ შესაძლოა “მაქსიმუმ” შვიდი ხის მოჭრა გამოიწვიოს, თუმცა თუ მათი გადანეგვა იქნება შესაძლებელი, ხეებს გადარგავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მაგივრად ახალი ხეები დაირგვება.

 

თბილისში 2013 წლის მარტიდან ორი – ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს.

კიკვიძის პარკის მედიათეკის პროექტი
კიკვიძის პარკის მედიათეკის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი