ახალი ამბები

ქადაგიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების რეცეპტი არის მეტი ინვესტიცია, ექსპორტი და ტურისტი

11 თებერვალი, 2015 • • 968
ქადაგიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების რეცეპტი არის მეტი ინვესტიცია, ექსპორტი და ტურისტი

“ეს არის საკმაოდ მცირე ზრდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ტვირთი 20 პროცენტით დამძიმდა. ჩვენ დღეს გავზარდეთ რეფინანსირების განაკვეთი და ინტერვენცია განვახორციელეთ. ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მათი გამოყენების განრიგი, ხანგრძლივობა და მოცულბა დამოკიდებულია იმაზე რა ინფორმაციასაც ყოველდღე ვიღებთ”, – განაცხადა ქადაგიძემ.

 

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია არ დაუშვას ლარის გაუფასურების შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა:

 

“ეს ამოცანა უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევამციროთ ლარის გაუფასურების ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. თუმცა ეკონომიკის გაჯანსაღების რეცეპტი არის მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი და მეტი ტურისტი”.

 

ქადაგიძის შეფასებით ზემოხსენებული ინტერვენეცია მოკლვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და მთავრობა კოორდინირებულად მოქმედებს. “მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა მხარეებს შორის შეთანხმებულია”.


 

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა

 


მასალების გადაბეჭდვის წესი