ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდია: ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან, რომ სამართალი იპოვო?!

7 თებერვალი, 2015 • • 1467
ცოტნე გამსახურდია: ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან, რომ სამართალი იპოვო?!

“დღეს თქვენი დახმარება მჭირდება. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუდამ ვცდილობდი რეაგირების გარეშე არ დამეტოვებინა უსამართლობის,არაადამიანობის, ნეპოტიზმის შემცველი ფაქტები. სწორედ ამიტომ გახლდით წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არა იმიტომ, რომ რაიმე პიროვნული უკმაყოფილება მაკავშირებდა ნაცმოძრაობასთან და მის ლიდერთან…

 

არც “ოცნების” ხელისუფლებისგან ან ბიძინა ივანიშვილისგან მინდოდა რაიმე: ფული, ბიზნესი თუ თანამდებობა. ციხეშიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ვუჭერდი მხარს სამართლიანობის აღდგენას, ავტორიტარიზმის დემონტაჟს და ნეპოტიზმის დასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მჯეროდა – ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ ქვეყნისათვის.


საკუთარ პერსონაზე ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე , რომ ა რ ა ფ ე რ ი მინდოდა ან მინდა ხელისუფლებისგან – გარდა ერთისა:ეს გახლავთ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება” – წერს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.


ცოტნე გამსახურდია აცახდებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება ჭიანურდება: 

“წინამდებარე წერილებში მივმართავ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსად მიმაჩნია, რათა გამცენ პასუხი მათი კომპეტენციის ფარგლებში რატომ არ ასრულებს პროკურატურა 2011 წლის პარლამენტის დადგენილებას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ადრესატებს, ასევე ი. ღარიბაშვილს, გ. მარგველაშვილს, და საქართველოს სახალხო დამცველს ჯერ კიდევ შარშან მაისში მივმართეთ ძმებმა ამ საქმეზე რეაგირების თხოვნით. პასუხი: ფარატინა ქაღალდი, რომ მიმდინარეობს გამოძიება..

 

მინდა ვკითხო ბატონ დავით უსუფაშვილს და გ. ბადაშვილს, ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ოჯახის წევრის საფლავზე უნდა დაგაკლან, რომ სამართალი იპოვო?! თუ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?”

მასალების გადაბეჭდვის წესი