ახალი ამბები

ანონსი – 5 თებერვალი

4 თებერვალი, 2015 • • 1420
ანონსი – 5 თებერვალი

9:00 მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში;


10:30„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას ე.წ. კაბელების საქმეზე კომპანია „დელტაკომის“ წარმომადგენლები გამართავენ;


11.00 თბილისის მერიაში, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2015 წელს განსახორციელებელი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების ახალი პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. 

მისამართი: ჟ. შარტავას, 7;


11:00 თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი. „რესპუბლიკური პარტიის წევრი“ დავით ზურაბიშვილი საინფორმაციო ანალიტიკურპორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.


11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატები მაგდა კოტრიკაძე და გიორგი ფოფხაძე ცეესკოში გრანტების გაცემასთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე და ადეიშვილის გუნდის წევრების მიერ საბანკო სისტემის მართვისა და მსხვილი ფინანსური ნაკადების კონტროლის თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ;


11:30 ირაკლი კაკაბაძე და სოსო რობაქიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ;


12:00 საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები იუნესკოს სათაო ოფისდან გამოგზავნილ წერილს გაასაჯაროებენ; 

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის დაკითხვას ზურაბ ჟვანიას და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია გაავრცელებს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილს; 

 



 




მასალების გადაბეჭდვის წესი