ახალი ამბები

საია “პანორამა თბილისის” პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითხოვს

4 თებერვალი, 2015 • • 1458
საია “პანორამა თბილისის” პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში (სოლოლაკის ქედი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი) დაგეგმილი ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ, ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

 

დღესვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით პეტიცია შეიტანეს მოქალაქეებმა. ამ დროისთვის [18:45] პეტიციას ხელს 4250 ადამიანი აწერს. 

 

“თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას.

 

პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

პანორამა თბილისის პროექტისთვის გათვალისწინებული ერთ-ერთი ტერიტორია ერეკლე მეორის მოედანზე; ნეტგაზეთი
პანორამა თბილისის პროექტისთვის გათვალისწინებული ერთ-ერთი ტერიტორია ერეკლე მეორის მოედანზე; ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი