ახალი ამბები

ბობოხიძის გამო პარლამენტში ისევ შესვენების გამოცხადება გახდა აუცილებელი

4 თებერვალი, 2015 • • 1065
ბობოხიძის გამო პარლამენტში ისევ შესვენების გამოცხადება გახდა აუცილებელი

აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ის ორი განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა მეორე განცხადების გაკეთება გადაიფიქრა და საუბარი წყალტუბოში შექმნულ პრობლემებზე გააგრძელა. ამის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა საუბარი სხდომის დაწყებამდე და ბობოხიძეს ბოდიში უნდა მოეხადა ზამთრის სესიის ბოლო სხდომაზე მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მის შეგინებას პარლამენტში მოჰყვა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

აკაკი ბობოხიძე
აკაკი ბობოხიძე

საგანელიძის შემდეგ განცხადება ისევ აკაკი ბობოხიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მასაც ძალიან აწუხებდა მომხდარი:

 

“პირველ რიგში, თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი,” – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არ უჭირს ბოდიშის მოხდა, როცა თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ არ აპირებს ამის გაკეთებას დავით საგანელიძის დაკვეთით. რასაც ისევ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში, რის გამოც დავით უსუფაშვილმა სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი