ახალი ამბები

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19 დეკემბერი, 2014 • • 1388
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014”-ის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნომინაციაში – საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში სოფო აფციაურმა და თათია ხალიანმა გაიმარჯვეს ჟურნალ “ლიბერალში” გამოქვეყნებული მასალისთვის “შრომა გადარჩენისთვის”.
 
საუკეთესო ტელე და რადიორეპორტაჟისთვის განკუთვნილი პრიზი ნანა ბიგანიშვილს გადაეცა სტუდია “მონიტორის” ფილმისთვის “ვაკის პარკის დასაცავად”.
 
საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილისთვის განკუთვნილი პრიზი ლაშა ბუღაძემ მიიღო “რადიო თავისუფლების” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბლოგისთვის “გახდით ლისისტრატეები!”

ყველაზე ინფორმაციული სააგენტო ან ონლაინ გაზეთის ნომინაციაში პრიზი “კახეთის საინფორმაციო ცენტრს” გადაეცა. შარშან ამ ნომინაციაში ნეტგაზეთმა გაიმარჯვა.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ (EUMM) დაწესებული სპეციალურ პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში  გოგა აფციაურმა მიიღო. პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. 
 
ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში – საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი