ახალი ამბები

ანონსი 19 დეკემბერი

19 დეკემბერი, 2014 • • 1171
ანონსი 19 დეკემბერი

10:30 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგლა აგულაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565.

 

11:00- თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565.

 

11:00 –  პრიმტაიმის პრესკლუბში პროფესორი მერაბ დვალი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო კარანაძე და აშშ-ს ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, პროფესორი ჯეფ პეტი საქართველოშ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.


11:00 – „ახალი მემარჯვენეების“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ბორცვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: შიდა ქართლის გუბერნატორი მუნიციპალიტეტს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს მისამართი: გორის ადმინისტრაციული შენობა, სტალინის გამზირი №16. საკონტაქტო ნომერი:  599 77 51 11


11:00 – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ღია მმართველობის ფორმატში წლის ანგარიშს წარადგენს. მისამართი: წერეთლის N118, ექსპო ჯორჯიას N6 პავილიონი


11:00 – დედაქალაქის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი საბურთალოს გამგებელთან ერთად დოლიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. მის: დოლიძის #120


11:30 – პრესცენტრ პრაიმტაიმში გაიმართება პრესკონფერენცია “საყდრისი – მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ააფეთქეს, იმისათვის რომ დაზიანებული საყდრისი გადარჩეს აუცილებელია სტუდენტების მობილიზება.” საკონტაქტო პირები: სალომე ჭანტურიძე 598 68 94 64; მარიამ გურგენიძე 595 95 25 01


11:30-  „პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას” იურისტი ბექა გამდლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ 2013-2015 წლების ხარჯების ანალიზი. 4 მლნ ლარით გადახარჯული ბიუჯეტი და 70%-მდე მწყობრიდან გამოსული სასკოლო სახელმძღვანელო. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

  
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში არჩილ ხარბედია პიკასოს კლუბის გაყოფასთან დაკავშირებით და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით შანტაჟთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.
 
12:00 –  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება.
 

12:00 – ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება.


12:00 – საქართველოს პრლამენტის ყოფილ შენობაში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პეტიციის საკომიტეტო მოსმენა.


13:00- სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში (გიორგი სააკაძის დაღმართი 10) ბიბლიოთეკის გამგების თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა მიხეილ სააკაშვილის აშშ-ს სამუშაო ვიზის საკითხს და პუტინის დღევანდელ განხცადებას შეეხება.

 

13:00 – კამპანია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” რუსთაველის გამზირზე (თბილისში მდებარე პარლამენტის შენობიდან ოპერის თეატრამდე) გამართავს აქციას, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს კამპანიის პოზიციას ფარული მიყურადების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 


ეს შენ გეხება
ეს შენ გეხება

 

14:00  -APNSC-ის ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენის პარალელურად, პრობაციის ეროვნული სააგენტო და „კავშირში ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ღონისძებას დაესწრებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები. (ძმები უბილავების ქ. N 8)


14:00 –  ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში  ელექტროფიცირების სამუშაოების დასრულებას  დაესწრება. საკონტაქტო პირი : ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47


14:30 –  171 ბაგა-ბაღს (საირმის ქ N 82) ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ქეით პენტუს-როსიმანუსი და ესტონეთის ელჩი საქართველოში ბატონი პრიიტ ტურკი ესტუმრება, რომელის საგზაო უსაფრთხოების ღონისძჲებას დაესწრება.

19:00 – ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) მართავს „დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმს“, საზოგადოების სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები საუბრობენ ქალთა და კაცთა თანასწორობის პრობლემების შესახებ. სამეფო უბნის თეატრი (მისამართი: აბესაძის ქ. 10, თბილისი).


მასალების გადაბეჭდვის წესი