ხელოვნება

ლიტერატურული პრემია “წეროს” დაჯილდოება 11 დეკემბერს გაიმართება

10 დეკემბერი, 2014 • • 1269
ლიტერატურული პრემია “წეროს” დაჯილდოება 11 დეკემბერს გაიმართება

დაჯილდოების ცერემონიალზე მკითხველის შეფასებების საფუძველზე გამოვლინდებიან კონკურის I, II და III ადგილის მფლობელები. პირველ ადგილზე გასულს 3000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო გადაეცემა, ხოლო მეორე და მესამე ადგილის პფლობელები 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან.

 

საკუთარ რჩეულებს დაასახელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მათ სიგელებს და პრიზებს გადასცემს სამინისტროს წარმომადგენელი, რჩეული ნაწარმოებს დაასახელებს კონკურსის ჟიური.

 

ჟიურის მიერ შერჩეული ნაწარმოებებია: დახურული ქარხნების სინდრომი; ვინც გაიცინებს, გავარდება; ზელდა ბრაუნის ნაამბობი; ზღვის სუპი; თქვა პრეზიდენტმა; იაკობის ჭასთან; მე, ბიძაჩემი, ფეცბურთი და გამრავლება…, ნუ გეშინია, ანა, სასაუზმე ბუდაპეშტი; საშკა; სიკვდილის მწერალი; ჩამრთველი; ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი; წყლის პირას, მურყნის ჭალაში.

 

ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge ყველაზე აქტიურ მკითხველებს ლიტბარათებით დააჯილდოვებს.

 

კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 14 ნაწარმოები განთავსდა ვებ-გვერდზე lit.ge და მკითხველს 10 დღის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის. შემფასებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ფორუმში და გამოეთქვათ თავიანთი აზრი ნაწარმოებების შესახებ.

 

კონკურსი „წერო 2014“ 3 ნოემბერს დაიწყო. 5–10 გვერდამდე ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge–ის ვებ–გვერდზე ნებისმიერ მსურველს 24 ნოემბრამდე შეეძლო. სულ 345 ნაწარმოები გამოქვეყნდა.

 

დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იქნებ „წერო 2014“–ის ფინალში გასული მოთხრობების კრებული. კრებულის გადმოწერა შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახითაც ვებ–გვერდზე www.lit.ge.

 

სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები არიან:

2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა)

2007წ. –  ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია)

2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა)

2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია)

2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა)

2010წ. – მარი ბექაური (პროზა)

2014წ. – ნათია როსტიაშვილი (პროზა)

ლიტერატურული კონკურსი წერო
ლიტერატურული კონკურსი წერო

მასალების გადაბეჭდვის წესი