ეკონომიკა

გილაური: “ტაო პრივატ ბანკის” რებრენდინგი ივლისში დასრულდება

10 დეკემბერი, 2014 • • 4259
გილაური: “ტაო პრივატ ბანკის” რებრენდინგი ივლისში დასრულდება

“ტაო პრივატ ბანკი” სტრატეგიულად ძალიან მნიშვენელოვანი შენაძენია როგორც საკრედიტო ბიზნესის კუთხით, ისე გადახდის პოსტ-ტერმინალების კუთხით. ჩვენ ორიენტირებული ვართ ზრდაზე და გვინდა კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი. ჩვენ გვინდა, რომ “ტაო პრივატ ბანკის” კლიენტები უფრო დიდი ბიზნესი გახდეს ჩვენთვის. ჩვენ მინიმალურად მოვახდენთ თანამშრომლების  შემცირებას  ბანკში. 2015 წლიდან დაგეგმილი გვაქვს 550 ახალი თანამშრომლის აყვანა. იმის მაგივრად, რომ გარედან მოვიზიდოთ კადრები, “პრივატ ბანკის” თანამშრომლებს მოვიზიდავთ” – ეს განცხადება ირაკლი გილაურმა მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

ირაკლი გილაურის განცახდებით, “ტაო პრივატ ბანკის” კლიენტების ხელშეკრულებები არ იცვლება ამ ეტაპზე: “როცა მოხდება ბანკის შერწყმა ივლისის თვეში, მათ დარჩებათ იგივე პროდუქტები, რაც დღეს აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქტები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ბანკს სახელს შევუცვლით. ჩვენ გვაქვს ექსპრესფილიალები და საქართველოს ბანკის ფილიალები, და “ტაო პრივატ ბანკის” ფილაილები სხვადასხვა ფორმატის ფილიალებად გადაკეთდება.”  

 

გილაურის ინფორმაციით, რაც შეეხება სასესხო პორტფელს, “ტაოპრივატ ბანკს” დაახლოებით 400 ათასი კლიენტი ჰყავს:”აქედან კვეთაში გვყავს 120 ათასი კლიენტი.  შესაბამისად, პორტფელის ხარისხში დარწმუნებული ვართ.”  

 

“საქართველოს ბანკმა” უკრაინულ  „პრივატბანკთან“ გასულ კვირას გააფორმა შეთანხმება საქართველოში მისი შვილობილი  სს „პრივატბანკის“ აქციების 100%–ის შესყიდვის შესახებ. გარიგების ფასი 51 მლნ აშშ დოლარია. 

 

შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელი. „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს.”

 

ეროვნული ბანკის მონაცენებით, “პრივატბანკი” აქტივების მოცულობით მე–9 ადგილზეა. 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი