ახალი ამბები

პრემიერი: მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ განვითარებას

8 დეკემბერი, 2014 • • 1070
პრემიერი: მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ განვითარებას

“საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ქვეყანას ძლიერი დაზვერვის სამსახური ჭირდება.

„გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პარტნიორ სპეცსამსახურებთან ინტენსიური კავშირების განვითარებას, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის სრულყოფის მიზნით აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი