ახალი ამბები

ბორის სილევიჩი: ვერ გეტყვით, რომ ორი გასაღები ზოგადად მიღებული პრინციპია

5 დეკემბერი, 2014 • • 1406
ბორის სილევიჩი: ვერ გეტყვით, რომ ორი გასაღები ზოგადად მიღებული პრინციპია

“ჩვენ ეს საკითხი წამოვჭერით სხვადასხვა შეხვედრების დროს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ომბუდსმენთან შეხვედრის დროს, ეს არ არის მარტივი საკითხი. ვერ გეტყვით, რომ ორი გასაღების პრინციპი ზოგადად მიღებული პრინციპია, არსებობს სხვა გადაწყვეტილებებიც. სამწუხაროდ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არ მიგვიღია კანონის სრული თარგმანი ინგლისურ ენაზე. მთავარი პრინციპი ნათელია. მინდა ვთქვა ის ფაქტი, რომ ამ კანონზე მსჯელობა მიმდნარეობს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს წინ გადადგმული მეზობელ ქვეყნებთან შეარებით. ეს ტიპური პრობლემაა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიც აწყდებიან”,- განაცხადა მან.

 

პარლამენტმა 30 ნოემერს მოსმენებთან დაკავშირებით კანონი მიიღო. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის რამდენიმე ვერსია არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის თანახმად, ე.წ. გასაღები მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონოდათ, მოგვიანებით კომპრომისულ ვარიანტში მეორე გასაღებიც გაჩნდა და ის კომპანიებთან ერთად სასამართლოსაც უნდა ჰქონოდა, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის თანახმად კი, შსს-ს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტის თანახმად- კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მიიღო, რომელსაც მხარს მთავრობაც უჭერდა. პრეზიდენტმა მიღებულ კანონს ვეტო დაადო და ახალი შენიშვნები წარადგინა, რომლის მიხედვითაც გასაღები შსს-ში რჩებოდა, თუმცა ამ გასაღებს ასევე ფლობდა სასამართლო. საბოლოოდ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი