ახალი ამბები

ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ბანკი “დაგეგმილზე მეტ” ინფლაციას არ ელის

5 დეკემბერი, 2014 • • 1047
ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ბანკი “დაგეგმილზე მეტ” ინფლაციას არ ელის

“ამის მიზეზი ორია: 1. მსოფლიო ბაზარზე ყველა ძირითად სასაქონლო ჯგუფზე, როგორიც არის ნავთობი, შაქარი, ზეთი და ხორბალი ფასების მნიშვენლოვანი კლება ფიქსირდება. მეორე მიზეზი არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი, ანუ ფულის მასა შარშანდელისგან გასნხვავებით არ გაზრდილა. უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც ინფლაციაზე ზეწოლას შეასუსტებს”, – განაცხადა ქადაგიძემ.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბერს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9527 ნიშნულზეა, ევრო – 2.4118 ნიშნულზე. 


4 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოალრთან ლარი 1,8984 ნიშნულზე იყო, ევრო კი, 2,3383 ნიშნულზე. ლარი აშშ დოლართან 0.0543 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0.0735 პუნქტით გაუფასურდა. 

 

კომერციულ და სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2.00 და 2.20 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი