ახალი ამბები

პატრულის სიტყვიერი გაფრთხილება პანდუსთან ავტომობილის გაჩერებისთვის

3 დეკემბერი, 2014 • • 1755
პატრულის სიტყვიერი გაფრთხილება პანდუსთან ავტომობილის გაჩერებისთვის

შემთხვევა, რომელიც დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა, მოქალაქე შეესწრო, რომელიც ახლომდებარე შენობიდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. მისი თქმით, ეტლით მოსარგებლე, სავარაუდოდ, მიმდებარედ ცხოვრობს, რადგან იგი ხშირად დაუნახავს.

 

“ამოიღო ტელეფონი და დაიწყო რეკვა. ალბათ, პატრულში რეკავდა. ხალხი ჩერდებოდა და დახმარებას სთავაზობდა. მანქანებიც ჩერდებოდნენ. ძალიან ბევრმა გამოხატა დახმარების სურვილი. 10-15 წუთში პატრული მოვიდა და რაღაცაზე ისაუბრეს. პატრულის დახმარებით აიყვანეს ტროტუარზე და წავიდა. ამის შემდეგ პატრული ტელეფონზე რეკავდა, გამოჩნდა მძღოლი. არ ვიცი, ჯარიმა გამოუწრეს თუ არა და წავიდნენ”, – ამბობს თვითმხილველი.

 

საპატრულო პოლიციის ცნობით, საპატრულო პოლიცია მოქალაქეს დაეხმარა და მძღოლს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა:

 

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რომ მივიდა, ეტლით მოსარგებლეს დაეხმარნენ, აიყვანეს, როგორც უნდოდა. მანქანის მძღოლი  მერე მოიძიეს. მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, რომ მეორედ დაკვირვებოდა ასეთ ადგილებს. სიტყვიერ გაფრთხილებას ითვალისწინებს და მიეცა ეს გაფრთხილება”, – განგვიცხადა საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ცხადაძემ.

პანდუსთან გაჩერებული მანქანა
პანდუსთან გაჩერებული მანქანა

მასალების გადაბეჭდვის წესი