ახალი ამბები

3 დეკემბრის ანონსი

3 დეკემბერი, 2014 • • 1070
3 დეკემბრის ანონსი

09:00 გაიმართება კონფერენცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ. იმსჯელებენ 2014 წელს საქართველოში მიღებულ კანონზე ანტი-დისკრიმინაციის შესახებ, საკანონმდებლო გამოწვევებზე და კანონოს აღსრულების მექანიზმებზე.

 

ადგილი: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, შესაძლებელია კონფერენციის მონაწილეების ჩაწერა შესვენების დროსაც: 11 საათზე.

10:00 სასტუმრო „ტიფლის პალასში“ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ თბილისის ურბანული მობილურობის ფორუმს გახსნის.

 

10:30 საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი, ფედერაციის გამგეობის წევრი კახა ნიკოლაძე და „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სპორტის ეროვნული ფედერაცია უერთდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და 3 დეკემბრიდან იწყებს აქციას სახელწოდებით „სიკეთე უსასრულოა“.

 

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

11:00 სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატისა და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ინიციატივით, გაიმართება თბილისის მესამე ეკონომიკური ფორუმი თემაზე: „პარალელური მმართველობის პრობლემები და ხელისუფლების ევროპიზაციის გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად“

11:00 “პირველ პრესკლუბში” პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების დირექტორები მოსამართლის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელმაც შეაჩერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულების პილოტირების პროცესი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

11:30  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

11:30 “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამარტავს. თემა: ფარული მოსმენების შესახებ კანონი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება გამოფენა

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წარმოადგენს კორუფციის აღქმის ინდექსის ყოველწლიურ ქულას.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” კინორეჟისორი გიორგი კაჭარავა პრესკონერენციას გამართავს. თემა: მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გამგებლის და მერის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში კამპანია “ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები წარმოადგენენ სამომავლო გეგმებს.


13:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი: (პრესრელიზი)

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

13:30 ბერი გაბრიელის ქ. N1 (ყოფილი ჩოლოყაშვილის ქუჩა ისანში) თბილისის მერი დავით ნარმანია და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი რეაბილიტირებულ 215-ე საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნიან.  

14.00 აფხაზთა კრების ორგანიზაციების წარმომადგენლები სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას წიგნებს გადასცემენ. ორგანიზაცია “დაბრუნების” ხელმძღვანელი მალხაზ პატარაია მედიისათვის საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

15:00 თბილისის მერიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მერიის მიერ დაგეგმილ შშმ პირთა მხარდაჭერის ახალ ინიციატივებს გააცნობს.

16:00 თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

16:00 რესტორანში „ბერმუხა“, საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო და საკვები პროდუქტების ესპანური ჯგუფი „ესტრელა პოლარი“ ღონისძიებას მართავენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კომპანიის მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტების პრეზენტაცია და დეგუსტაცია.  

 

16:00 „ბრავო რექორდსში” პრესკონფერენცია გაიმართება პროექტ „რამიშვილებთან“ დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ნინო რამიშვილის ხსოვნას

 

16:30 შვედი რეჟისორის იოჰანა ბერნჰარდსონი ფილმების (Long Gone Day, Final Frame) ჩვენება

გოეთეს ინსტიტუტი , ზანდუკელის 16 (დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის)

 

17:00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკა“ – გაიხსნება.

17:30 შვედი რეჟისორის კარინ ეკბერის ფილმის (A Separation) ჩვენება და მასტერკლასი თემაზე: „კამერა, როგორც იარაღი და მოწმე და არა როგორც მუქარა.“ (დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის).

3 დეკემბერი
3 დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი