ახალი ამბები

ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებზე მხარს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს უჭერს

20 ნოემბერი, 2014 • • 1014
ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებზე მხარს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს უჭერს

„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ ჩვენ არ ვნერგავთ ისეთ რეფორმებს, რომლებიც აპრობირებული არ არის ორ ან სამ თანამედროვე, ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ე.წ ორი გასაღების პრინციპია – ერთი სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ, და მეორე – მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე და ყველა პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. მარტივი ასახსნელია, რომ ამას გეგმავენ „ნაციონალები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, ე.წ გასაღები მობილურ ოპერატორებთან ვერ დარჩება, ვინაიდან “მობილური ოპერატორები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გარდა ამისა, აღნიშნული კომპანიების უკან უცხო სახელმწიფოები დგანან. პრემიერის განცხადებით, მთავრობას არ აქვს უფლება, სახელმწიფო საიდუმლოება უცხო ქვეყანას გადასცეს.”


ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური ვარიანტია ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი – როდესაც ე.წ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია, თუმცა უწყებაზე ეფექტური კონტროლი ხორციელდება.

 
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე მან ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი