ეკონომიკა

საქართველოში 25 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობს 12 კომპანია ეძებს

17 ნოემბერი, 2014 • • 1026
საქართველოში 25 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობს 12 კომპანია ეძებს

აღნიშნული ინფორმაცია მედიას დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიაწოდა. მინისტრმა თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. 


“ხელმოწერის ბონუსის სახით ბიუჯეტში გადარიცხულია 2 680 000 აშშ დოლარი. განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 135  მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ნავთობის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 80 ათასი ტონა და გაზის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 11,6 მილიონი მეტრ კუბი” –განაცხადა კალაძემ.  


ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, პირველად საქართველოში დაინერგა ნავთობის მოპოვების გაზრდის
თანამედროვე მეთოდიკა და განხორციელდა ნავთობისა და გაზის მარაგებისა და რესურსების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება.

მასალების გადაბეჭდვის წესი