ახალი ამბები

შალვა შავგულიძე თავისუფალ დემოკრატებში გადავიდა – “სიურპრიზები კიდევ იქნება”

7 ნოემბერი, 2014 • • 1212
შალვა შავგულიძე თავისუფალ დემოკრატებში გადავიდა – “სიურპრიზები კიდევ იქნება”

მისი თქმით, შავგულიძემ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 


“სიურპრიზები იქნება კიდევ”, – განაცხადა აბაშიძემ ნეტგაზეთის შეკითხვის საპასუხოდ, სხვა დეპუტატებიც ხომ არ გეგმევან მათ ფრაქციაში გადასვლას.


მისი თქმით, შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო, მან 2010 წელს კენჭი სწორედ ამ პარტიის სიით იყარა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციაში გაწევრიანდა.


შალვა შავგულიძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.


დღეის მდგომარეობით “თავისუფალ დემოკრატების” ფრაქციაში 8 დეპუტატი წევრიანდება. ფრაქცია დატოვეს გედევან ფოფხაძემ, თამაზ ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს პარლამენტში 75 წევრი ჰყავთ, მათ იმისათვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ, ერთი დეპუტატი ესაჭიროებათ.


შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი