ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში გეოგრაფიული ადგილების ძველი დასახელების აღადგენა სურთ

6 ნოემბერი, 2014 • 1211
სამხრეთ ოსეთში გეოგრაფიული ადგილების ძველი დასახელების აღადგენა სურთ

ძველი ტოპონიმების აღდგენა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუკაზე მათი დატანის მიზნით ხდება.


სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ერიკ პუხაევი ხელმძღვანელობს, შედიან სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, პარლამენტის დეპუტატები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, მეცნიერები.


ჯგუფის მუშაობას შეუერთდება ვლადიკავკაზის ჩრდილოეთ ოსეთის ინსტიტუტის ჰუმანიტარული და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერი რუსლან დზატიატი.


სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოპოვებული მასალები 2015 წლის 30 აგვისტომდე უნდა გადაუგზავნონ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ჩასატარებლად. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ, ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, მთავრობას უნდა წარუდგინოს კანონპროექტი გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის შესახებ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი