ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აპსნიპრესი: აფხაზეთში ბრაკონიერობის შემთხვევები გაიზარდა

6 ნოემბერი, 2014 • 1128
აპსნიპრესი: აფხაზეთში ბრაკონიერობის შემთხვევები გაიზარდა

სოლომკომ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც აფხაზი ეკოლოგები მუშაობის პროცესში აღმოჩნდნენ. მისი თქმით, რესპუბლიკაში ფრინველებისა და თევზების დაუნდობელი და უკანონო ხოცვა ბაზარზე მათი რეალიზაციის მიზნით მიმდინარეობს.


ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტი მოუწოდებს აფხაზეთის მოქალაქეებს, იზრუნონ საკუთარი ქვეყნის ეკოლოგიაზე, დაიჭირონ იმ რაოდენობის ფრინველი და თევზი, რაც საკმარისი იქნება მათთვის და მათი ოჯახისთვის და გაითვალისწინონ გარემოსდაცვითი კანონით დადგენილი ნორმები. 


სოლომკო აცხადებს, რომ ბრაკონიერობასთან ბრძოლა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი  მთავარი მიმართულებაა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მათ მიერ ამოღებულ იქნა კუსტარულად დამზადებული მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია ფრინველებისა და თევზების დასაჭერად.


აპსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ამ დროისთვის, შემუშავებულია თანამშრომლობის მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში. “მაგალითად, ზაფხულში ჩამოვლენ რუსი ენტომოლოგები და სპელეოლოგები და ჩაატარებენ კვლევებს კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს თანამშრომლობის გეგმა რუს მესაზღვრეებთან ზღვის ფლორისა და ფაუნის დაცვის სფეროში. ისინი გვაწვდიან ინფორმაციას დარღვევების შესახებ და კოორდინატებს. აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველგვყოფენ გემებით”, – წერს აპსნიპრესი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი