ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: ივანიშვილის სტატუსი არის კოალიციის შემკრავი და დამფუძნებელი

5 ნოემბერი, 2014 • • 1036
კვაჭანტირაძე: ივანიშვილის სტატუსი არის კოალიციის შემკრავი  და დამფუძნებელი

კითხვაზე, თუ რა სტატუსით ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, კვაჭანტირაძე ასე პასუხობს:

 

“იმიტომ იყო აქ, რომ ჩვენ დაგვჭირდა მისი რჩევა და ყოველთვის გავითვალისწინებთ მის აზრს. მისი სტატუსი არის კოალიციის შემკრავი და დამფუძნებელი.

 

ვფიქრობ, იყო ძალიან პოზიტიური და კარგი შეხვედრა, რომ ქაფი დუღილის დროს თავის დროზე იქნას მოხდილი”.

ზვიად კვაჭანტირაძე
ზვიად კვაჭანტირაძე

ასევე, კვაჭანტირაძემ შეაფასა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გუნდის წევრი იყო მინისტრობამდე და რომელმაც დღეს არ დატოვა თანამდებობა, განსხვავებით ირაკლი ალასანიას სხვა თანაგუნდელებისგან.

 

“წულუკიანის განცხადება იყო ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის განცხადება. ძალიან გული მწყდება ირაკლი ალასანიას გასვლაზე კოალიციიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ირაკლის თავისი გეგმები აქვს და თვითონ უკეთესად იცის, რასაც აკეთებს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომა და კოალიცია დატოვეს ალასანიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი