ხელოვნება

ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებულებს 11 დეკემბერს დაასახელებენ

4 ნოემბერი, 2014 • • 1991
ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებულებს 11 დეკემბერს დაასახელებენ

კულტურის სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ისინი უნდა დარეგისტრირდნენ lit.ge-ს შესაბამის გვერდზე და 3-დან 24 ნოემბრამდე 5-10 გვერდიანი საკონკურსო ნაწარმოები გამოაქვეყნონ.


კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია და მიუთითოს ჟანრი. ავტორის ვინაობა აუცილებელია მითითებული იყოს შესაბამის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება, აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.


კონკურსის მიმდინარეობისას ავტორის ვინაობა იქნება დაფარული. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები, რომელიც არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტსივრცეში.

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ საპრიზო კატეგორიაში: პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია “წერო” და 3000 ლარი მეორე პრემია: 2000 ლარი, მესამე პრემია: 1000 ლარი. დაჯილდოება 11 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება.


ორგანზიატორების ცნობით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს გამოავლენს კონკურსის 7-კაციანი ჟიური (ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები).


მეორე ეტაპზე, 1-დან 10 დეკემბრის ჩათვლით კი, შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს მკითხველი, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მკითხველებს საშუალება ექნებათ კონკურსის გვერდზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაწარმოებების შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები დასაჩუქრდებიან ელექტრონული მაღაზია lit.ge-ის ვაუჩერებით.


ლიტერატურული კონკურსი „წერო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორი ელექტრონული წიგნების მაღაზია “Lit.ge” და ფარმაცევტული კომპანია GPC-ია.

ლიტერატურული კონკურსი წერო
ლიტერატურული კონკურსი წერო

მასალების გადაბეჭდვის წესი