ახალი ამბები

გარდაცვლილი გოგონას მშობლები ძალადობაზე საუბრობენ

1 ნოემბერი, 2014 • 982
გარდაცვლილი გოგონას მშობლები ძალადობაზე საუბრობენ

ისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი კოდექსში ზუსტად ასეა განმარტებული: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”

 

გოგონას მშობლები და ძმა, გუშინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში  “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ   გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პოლიციას 2008 წელს მიმართეს. სამინისტროში განმარტავენ რომ გოგონა მაშინ  დაკითხეს და ის ძალადობაზე არ საუბრობდა. დაკითხვის ოქმებში საუბარია  ოჯახურ კონფლიქტზე. 

 

შს სამინისტროს ცნობით,  ოჯახები მაშინ მორიგდნენ და მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავთ.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ 23 წლის გოგონა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.  მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი