ახალი ამბები

რუსთავი 2-მა გოგა ხაჩიძე “ბრავოს“ ლობისტებიდან მოხსნა

30 ოქტომბერი, 2014 • • 1037
რუსთავი 2-მა გოგა ხაჩიძე “ბრავოს“ ლობისტებიდან მოხსნა

“არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, რომლებმაც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, “ბრავოს” ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე,” – ნათქვამია “რუსთავის 2-ის” განცხადებაში.  


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ კატეგორიულად უარყოფს სოციალური ქსელით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროექტ “ნიჭიერის” ერთ-ერთმა მონაწილემ ამალია ჯიბლაძემ საკონკურსო სიმღერა ფონოგრამით შეასრულა. 

 

“არხის სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით,” – ნათქვამია “რუსთავი 2-ის” განცხადებაში.


გარდა ამისა, არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარიამ რუსთავი-2 -ის ორი შოუს წამყვანს, მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლინიას ფეისბუქით მიმართა, რომ ის ადამიანები, ვინც არხს, ჟიურის წევრებს, კურიერსა და ა.შ. თაღლითად აცხადებს, მათ შოუებშიც არ მიესალმება.  



არხის გადაწყვეტილებას გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მომღერალ გიორგი ბერიძეს, პროექტ “ბრავოს” ერთ-ერთ მონაწილეს, რომლის ლობისტი გოგა ხაჩიძე იყო, ბოდიშს უხდის. 


“გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის. იცი, რომ მას შემდეგ, რაც „ბრავო”-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა. სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს.” როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები… შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!- “წერს ხაჩიძე. 



მასალების გადაბეჭდვის წესი