ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 53 ათას მოსწავლეს უფასო ავტობუსი ემსახურება

27 ოქტომბერი, 2014 • • 1404
ღარიბაშვილი: 53 ათას მოსწავლეს უფასო ავტობუსი ემსახურება

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელწიფოს დაფინანსებით, ის ოჯახები, რომლებსაც ყავთ სკოლის მოსწავლეები, 65 მილიონამდე ლარს ზოგავენ.

 

“ოჯახებისთვის სასკოლო ხარჯები იყო მნიშვნელოვანი პრობლემა, განსაკუთრებით მძიმედ აწვებოდა ეს ტვირთი იმ ოჯახებს, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ. უკვე მეორე წელია ამან 60%-ით შემაცირა ოჯახის წლიური დანახარჯი საშუალო განათლებაზე. დარბაზში პედაგოგებიც ბრძანდებით და მოსწავლეთა მშობლებიც. დამეთანხებით, რომ ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 1065 სკოლის 53 ათას იმ მოსწავლეს, რომლებსაც აქვთ პრობლემა სკოლამდე მისვლაში, ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი.

 

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გაარემონტა 1000 სკოლა.  ააშენეს 9 და აშენებენ 8 სკოლას. სახელმწიფომ დააფინანსა 21 საბაკალავრო პროგრამა და თბილისში სტუდენტური საცხოვრებელი შენდება რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. ასეთი საცხოვრებლის აშენებას გეგმავს მთავრობა, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალქალაქში, ამბობს პრემიერი.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “განათლების საერთაშორისო ცენტრმა” ორი წლის განმავლობაში 147 სტუდენტის საზღვარაგარეთ სწავლა დააფინანსა. მისი თქმით, ეს ახალგარზდები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საჯარო სექტორში უნდა დასაქმდნენ.

 

ეს ბავშვები სწავლის შემდეგ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში და გააგრძელებენ მუშაობას საჯარო სექტორში. თითოეული თეთრი, რომელიც ინვესტირებული იქნება მათ განათლებაში, დაუბრუნდება ასმაგად ჩვენს სახელწმიფოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი