ახალი ამბები

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება ბაჩო ახალაიას განაჩენზე

24 ოქტომბერი, 2014 • 914
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება ბაჩო ახალაიას განაჩენზე

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში სასამართლოს მიერ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისთვის დაკისრებულ სასჯელზე, ჯინ ფსაკმა უპასუხა, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება არსებობს.


“ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს პატივისცემას პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული განვითარებისადმი. როგორც იცით, ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ შეშფოთება რამდენიმე საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ეს შეშფოთება კვლავ ძალაში რჩება.


როცა მივუთითებ, რომ უერთგულონ სასამართლოს უზენაესობას და სასამარლო სისტემამ იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აზრით, ზოგ შემთხვევაში ასე არ მომხდარა,”– განაცხადა ჯინ ფსაკმა

 

თბილისის საქალაქო სასამარლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ბაჩო ახალაიას “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე 7,6 წელი მიუსაჯა, ხოლო ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი