ახალი ამბები

შტორმი ბათუმში (ფოტო)

19 ოქტომბერი, 2014 • • 2026
შტორმი ბათუმში (ფოტო)

როგორც ნეტგაზეთს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ბათუმის ახალ ბულვარში საფეხმავლო და ველოსპიედის ბილიკებზე ზღვამ სილა და ფიჩხები ამოიტანა,  ქობულეთში ორი ხე წაიქცა, მათგან ერთი ავტომობილს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. ამასთან, თურმანიძის ცნობით, ზვარეში მეწყერი ჩამოწვა და ადიგენი-ბათუმის გზის მონკავეთი ჩახერგა, თუმცა ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია.

გარდა ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბეშუმში თოვლი მოვიდა და ერთი მძღოლი მთაში ჩარჩა. მისივე თქმით, ხულოდან უკვე გავიდა სამაშველო ჯგუფი მის დასახმარებლად.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში წვიმა დღის მეორე ნახევრიდან იკლებს, ხოლო ხვალიდან გამოიდარებს.

შტორმი ბათუმში - 19.10.14/გაზეთ ბათუმელების ფოტო
შტორმი ბათუმში – 19.10.14/გაზეთ ბათუმელების ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი