ახალი ამბები

ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს

18 ოქტომბერი, 2014 • • 1012
ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში შს მინისტრი ჭიკაიძე მივიდა, საავადმყოფოში ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პოლიციელი და კიდევ ერთი მამაკაცი მოათავსეს  18/10/2014 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე, თბილისი, საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი