ახალი ამბები

ანი ნადარეიშვილის თქმით, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი თქვა

16 ოქტომბერი, 2014 • • 993
ანი ნადარეიშვილის თქმით, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი თქვა

ანი დანარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი, როლანდ ახალაია და დათა ახალაიას ოჯახის სხვა წევრები. მისი თქმით, სწორედ მათგან აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა დათა ახალაიას ექსტრადიციაზე. 


სასამართლოს მიერ ექსტრადიციაზე უარი თქმის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით.  საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ახალაიას ექსტრადიციის საკითხი განიხილეობოდა. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლითაა დაწყებული. 



მასალების გადაბეჭდვის წესი