ეკონომიკა

Lockheed-მა ენერგიის ახალი წყაროს შემუშავებაში გარღვევის შესახებ განაცხადა

16 ოქტომბერი, 2014 • • 1059
Lockheed-მა ენერგიის ახალი წყაროს შემუშავებაში გარღვევის შესახებ განაცხადა

“როიტერის” ცნობით, სამუშაოები საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა ბოლო 6 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა პენტაგონის უმსხვილესმა მიმწოდებელმა გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, პარტნიორების მოძიების მიზნით, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან.

 

წინასწარმა შედეგებმა აჩვენა 100 მეგავატი სიმძლავრის თერმობირთვული რეაქტორის შექმნის რეალურობა, რომლის ზომა არსებულ ბირთვულ რეაქტორებთან შედარებით 10-ჯერ უფრო ნაკლები იქნება.

 

კომპანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ააგებს და პირველ კომპაქტურ თერმობირთვულ რეაქტორს წლის განმავლობაში გამოცდის, ხოლო სრულფასოვანი პროტოტიპი 5 წელიწადში იქნება მზად.

 

ბოლო წლებში Lockheed-ი მუშაობდა ალტერნატიული ენერგეტიკით შემოსავლების შემცირების კომპენსირების მიზნით, რაც გამოიწვია აშშ-სა და ევროპაში სამხედრო ხარჯების შემცირებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი