ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოში მედია ყველაზე თავისუფალია

30 სექტემბერი, 2014 • • 1130
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოში მედია ყველაზე თავისუფალია

საქართველოს მოსდევს მოლდოვა, შემდეგ კი, უკრაინა, რომელმაც წინა წელთან შედარებით პოზიცია გაიუმჯობესა. მეოთხე ადგილი დაიკავა მეზობელმა სომხეთმა. ჩამონათვალის ბოლო ადგილებს ინაწილებენ ბელორუსი და აზერბაიჯანი. კვლევა აფასებს 2014 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობას.

მედიის თავისუფლების ინდექსი გაზომა “ინტერნიუს უკრაინამ”, აღმოსავლეთ პარტნირობის წევრ ქვეყნებში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მედიის თავისუფლების ინდექსი გამოთვლილია ოთხი მასახიათებლის- პოლიტიკის, პრაქტიკის, სამაუწყებლო, ინტერნეტ და ახალი მედიის, დაჯამებით. კვლევისას მედიის 60 სპეციალისტი გამოიკითხა.

 

მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

პოლიტიკის ნაწილი მოიცავს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელსაც მედიას კონსტიტუცია და კანონები ანიჭებს. კვლევა დაინტერესდა იმითაც, თუ როგორ შესაბამისობაშია ეროვნული კანონები საერთაშორისო კანონმდებლობასთან. რამდენად მოდის ცენზურა პოლიტიკოსებისგან. ამ ნაწილის მაქსიმალური ქულაა 240.

 

მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

პრაქტიკის ნაწილი განსაზღვრავს სახელმწიფოს როლს მედიის მიერ კანონიერი უფლებების განხორციელებისას. ეს ნაწილი მოიცავს 6 პუნქტს: თავდასხმები, საშიშროება, დაკავება, პასუხისგებაში მიცემა; ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; ცენზურა და თვითცენზურა; სახელმწიფოს მონოპოლია; ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ნაწილში მაქსიმალური ქულა არის 1110.

მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

 

მაუწყებლობის სექცია მოიცავს სამაუწყებლო მედიების თავისუფლების დონეს, ხელმისაწვდომობას მაუწყებლობაზე. ეს ნაწილი შეფასდა 150 ქულით.

 

მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ინტერნეტ და ახალი მედიების ნაწილი ეხება ინტერნეტის თავისუფლებას და მასზე ხელმისაწვდომობას. ამ ნაწილის მაქსიმალური ქულაა 150.

მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

მასალების გადაბეჭდვის წესი