ახალი ამბები

აქცია ქობულეთში ქართველ მუსლიმთა პანსიონის წინ [ფოტო]

17 სექტემბერი, 2014 • 1391
აქცია ქობულეთში ქართველ მუსლიმთა პანსიონის წინ [ფოტო]

“აქვე ახლოს ვცხოვრობ და მეტრნახევარში არ მინდა ჯამე მქონდეს. საფრთხეს ვხედავ. მომავალი თაობა იზრდება, ქრისტიანები ვართ  და არ გვინდა, რომ მოხდეს ასეთი ამბავი სამეზობლოში,”- უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გურამ ხინიკაძემ.

 

აქციაზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას აკვირდებოდნენ სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მოგვიანებით ისინი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შევიდნენ. 

 

“ეს იქნება ქართველ მუსლიმთა პანსიონი,”- განაცხადა შეხვედრაზე პანსიონის წარმომადგენელმა გურამ გუნდაძემ. მისი თქმით, პანსიონი 40 ბავშვზეა გათვლილი. მოსწავლეები ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან არიან. ისინი ზოგად განათლებას საჯარო სკოლაში იღებენ, პანსიონში კი ექნებათ ერთგვარი დამატებითი განათლების მიღების საშუალება. მაგალითად, მოსწავლეებს მოამზადებენ ინგლისურში ან სხვა ნებისმიერ საგანში, რომლის საჭიროებაც ექნებათ. 

 

გუნდაძის განმარტებით, რელიგიური თემატიკის გაკვეთილებისთვის პანსიონში დღის განმავლობაში საათნახევარია გათვალისწინებული. 

 

შეხვედრა ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს. ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტულად გამართავენ.  

 

აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის და საიას წარმომადგენლები შეხვდნენ

 

 

 

ქართველ მუსლიმთა პანსიონი ქობულეთში

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები

 

აქციის მონაწილეები პანსიონის წინ კითხულობენ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით – ”სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ მინარეთი არ დაიდგმება”

 

სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შედის

 

შეხვედრა პანსიონში

 

პანსიონის წარმომადგენელი ბადრი ირემაძე შეხვედრის მონაწილეებს განუმარტავს რომ მათ სასწავლებელს ”ქართველ მუსლიმთა პანსიონი” ჰქვია. ირემაძის თქმით პანსიონი იქნება ერთგვარი სკოლის შემდეგ დამხმარე სასწავლებელი ბავშვებისათვის

 

მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი პანსიონში

 

საკლასო ოთახი

 

საძინებელი ოთახები

 

პანსიონი 40 მოსწავლეზეა გათვლილი. იქ სწავლა და ცხოვრება მხოლოდ ბიჭებს შეეძლებათ

 

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი