ახალი ამბები

კვლევა: მოსახლეობის 40% ევროკავშირისადმი პოზიტიურადაა განწყობილი, 48% – ნეიტრალურად

12 სექტემბერი, 2014 • • 1098
კვლევა: მოსახლეობის 40% ევროკავშირისადმი პოზიტიურადაა განწყობილი, 48% – ნეიტრალურად

კვლევის დროს 2014 წლის მაისი-ივნისის თვეებში სულ გამოიკითხა  საქართველოს 1,000 მოქალაქე, რომელთა 69% თვლის, რომ ევროკავშირი ქვეყნის მნიშვნელვანი პარტნიორია. გამოკითხულთა 56% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საერთო ფასეულობებზე არის დაფუძნებული. 56%-ს კი მიაჩნია, რომ ევროკავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია.

 

გამოკითხულთა 40% ევროკავშირის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, 48% – ნეიტრალურად, ხოლო 9% – უარყოფითად. გამოკითხულთა უმრავლესობა (68%) თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, მხოლოდ 16% ფიქრობს  საპირისპიროს.

 

“გამოკითხვის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ნდობით არიან განწყობილი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. გამოკითხულთა 61% ენდობა ევროკავშირის, 59%- ნატოს და 54% –გაეროს’, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი