ახალი ამბები

შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა

9 სექტემბერი, 2014 • 1564
შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა

როგორც “ნეტგაზეთს” ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

“დღეს მაქვს პირველი სამუშაო დღე დეპარტამენტში და დიდი გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებ,” – განაცხადა შიხიაშვილმა.

ირაკლი შიხიაშვილმა  ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად გიორგი ფერაძე 2014 წლის თებერვალში დაინიშნა. აღნიშნული უწყება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი