ახალი ამბები

ღარიბაშვილი ისრაელელ ბიზნესმენებს შეხვდა

8 სექტემბერი, 2014 • • 1170
ღარიბაშვილი ისრაელელ ბიზნესმენებს შეხვდა

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელელ ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ:

 

“ებრაული საინვესტიციო კომპანიების, Kitaiminvest-ის, Plarium-ის და Pegasus East West-ის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოში მსხვილი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბიზნესმენებმა საქართველოს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოში 100 ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საინვესტიციო კომპანიებთან მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს,”– აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.

 

პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ებრაელ ბიზნესმენებთან
პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ებრაელ ბიზნესმენებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი