ახალი ამბები

ორსულის დაწვის მცდელობა თბილისში

5 სექტემბერი, 2014 • • 989
ორსულის დაწვის მცდელობა თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა მოქალაქეზე მუქარას, მისთვის ბენზინის გადასხმით. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, საქმეში დაშავებული არ ფიგურირებს, ამიტომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. არის თუ არა ვინმე დაკავებული? – შსს-ში ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

 

“გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით”, – აცხადებენ უწყებაში.

 

151-ე მუხლი, იგივე მუქარა, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი