სამინისტროს პრესსპიკერის მაქს არიპაინენის განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ ხუთშაბათს, 28 აგვისტოს რუსეთის კუთვნილმა AN-72-მა მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრა ფინეთის ყურის მხრიდან. თავდაცვის მინისტრმა კარლ ჰაგლუნდმა ეს დარღვევა დაგმო და განაცხადა, რომ ფინეთმა რუსეთისაგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა.
“სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს დარღვევა შემთხვევით მოხდა”- აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, რუსეთის თვითმფრინავისათვის ხელის შესაშლელად ფინეთის სამხედრო გამანადგურებელიც აფრინდა, თუმცა მას დამატებით დეტალებზე აღარ უსაუბრია.
სააგენტო AP-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით ფინეთმა მსგავსი ინციდენტები ორშაბათსა და შაბათსაც დააფიქსირა.
