ახალი ამბები

კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ კახა კანდელაკი დაინიშნა

4 აგვისტო, 2014 • • 1699
კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ კახა კანდელაკი დაინიშნა

“მოცულობიდან გამომდინარე იმ საკითხების, რაც ებარა ქალბატონ მანანას, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვეაში იმ პრობლემატიკიდან გამომოდინარე, რაც არსებობს, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქალბატონ მანანას გაეგრძელებინა ეს მიმართულება. ვცდილობდი მეპოვნა ეს ბალანსი ოპტიმალური, თუ რა დოზით მოვიდოდა ახალი კადრი და რა დოზით დარჩებოდნენ ისინი, ვინც აქამდე იყვნენ” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მიხეილ გიორგაძემ. 

 

მინისტრის გადაწყვეტილებით პირველი მოადგილე კახა კანდელაკი იქნება, ხოლო მანანა ბერიკაშვილი რჩება დაკავებულ თანამდებობაზე. კახა კანდელაკი მიხეილ გიორგაძესთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანია “ისთერნ ფრომოუშენსში”. 

 

რაც შეეხება მანანა ბერიკაშვილს, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილის თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიუანსების გათვალსწინების გარეშე მიიღო. 

 

ჯერჯერობით ვეცნობით მიმდინარე პროექტებს, რაც არის დაგეგმილი. პარალელურად მომავლის გეგმებზე ვმუშაობთ. მე მგონი, პრიორიტეტები… ხარისხიანი და რაც ჩვენ ქვეყანას გამოადგება და განავითარებს და ისეთ გარემოს შევქმნით, რომ ყველასათვის სასიამოვნო იყოს აქ თანაშრომლობა”, – განაცხადა კახა კანდელაკმა. 

 

კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა რჩება ვაკანტური, რომელთაგან ერთის ვინაობა პარასკევს, 8 აგვისტოს, გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი