ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტი შშმ პირების განათლების ხელმისაწვდომობაზე სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

30 ივლისი, 2014 • • 838
საპარლამენტო კომიტეტი შშმ პირების განათლების ხელმისაწვდომობაზე სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

საპარლამენტო კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებებს და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს შემდეგი რეკომენდაციებით: სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რათა რეალიზებულ იქნას ამ პირთა უფლება დაწყებით და საბაზისო განათლებაზე. ასევე, კომიტეტი სამინისტროს მოუწოდებს უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმაღლესი განათლების ინკლუზიის პროცესში ჩართვა და მისი ხელშეწყობა.  

 

რეკომენდაციის თანახმად, სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ინკლუზიური განათლების სისტემასა და დღის ცენტრებს შორის აქტიურ თანამშრომლობას, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით მისი გადაყვანა ერთი სისტემიდან მეორეში.

 

სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შშმ პირების მშობლების განათლების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. ასევე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების დაფინანსების საკითხი, დაიგეგმოს დამატებითი დაფინანსების გაცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი