ახალი ამბები

უცხოური მედიის არაერთგვაროვანი შეფასებები სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე

29 ივლისი, 2014 • • 940
უცხოური მედიის არაერთგვაროვანი შეფასებები სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე

The wall street journal-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე, ამიტომ აშშ–მ მისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე ხმა უნდა აიმაღლოს.

 

“მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, რომელსაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, დაიწყო საეჭვო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ”, – წერს ჟურნალი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ახლა, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება, დარტყმის ობიექტი მისი კოლეგები არიან, მათ შორის თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც მაშინ დააკავეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

 

Forbes–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ The wall street journal-ის და ამერიკის 4 სენატორის არგუმენტები სააკაშვილის დევნის წინააღმდეგ კი არა, კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული.

“ასეთი განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელმაც საკმარისად მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა, შესაძლოა გათავლისუფლდეს ციხისგან”, – წერს Forbes–ი. სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონკურენტების დევნას ჰქონდეს ადგილი, თუმცა ასევე წერს, რომ “სააკაშვილის ხელისუფლება ნამდვილად იყო პასუხისმგებელი საკმაოდ სერიოზულ სამართლებრივ და სამოქალაქო უფლებების დარღვევის ფაქტებზე”

Forbes–ი წერს, რომ მხოლოდ მაკკეინის, კარდინის და The wall street journal-ის სურვილი არ კმარა იმისთვის, რომ სააკაშვილს მოეხსნას პასუხიმგებლობა იმაზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ხდებოდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი